Eng

საბავშვო ანაბარი

გეგმავთ თანხის დაგროვებას ბავშვის სრულწლოვანების ასაკამდე?

საბავშვო ანაბარი საშუალებას გაძლევთ პერიოდული შენატანებით დააგროვოთ თანხა თქვენი შვილის, შვილიშვილის ან ნათესავის სრულწლოვანების ასაკამდე.

ზოგადი პირობები:

  • პირველადი მინიმალური შენატანი: 500 ლარი/აშშ დოლარი/ევრო
  • საბავშვო ანაბარზე შესაძლებელია თანხის დამატება, ყოველი მომდევნო შენატანის ოდენობა და პერიოდულობა არ არის შეზღუდული
  • ვადა: ბავშვის სრულწლოვანების ასაკამდე (მინიმუმ 2 წელი)
  • სარგებლის გადახდის პრინციპი: საბავშვო ანაბარზე დარიცხული პროცენტის გადახდა ხდება ანაბრის გახსნის დღიდან ყოველი მე-12 თვის ბოლოს
  • დარიცხული პროცენტი ემატება ანაბრის თანხას და მომდევნო წლიდან გაზრდილ თანხაზე ხდება საპროცენტო სარგებელის დარიცხვა
  • საბავშვო ანაბრის გახსნის უფლება აქვს ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს, ერთ-ერთ მშობელს/მეურვეს ან მზრუნველს (კონტრაჰენტს)


ნომინალური საპროცენტო განაკვეთებიეფექტური საპროცენტო განაკვეთები
ლარიაშშ დოლარიევროლარიაშშ დოლარიევრო
8.50%2.20%1.00%8.84%2.22%1.00%

*შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას შეცვალოს საპროცენტო განაკვეთი ანაბრის გახსნიდან ნებისმიერი პერიოდის შემდეგ.

დარღვევის პირობა: ხელშეკრულების ვადამდე დარღვევის შემთხვევაში ანაბარს ერიცხება სრული საპროცენტო სარგებელი ყოველ შესრულებულ წელზე, ხოლო დარჩენილ ვადაზე წლიური საპროცენტო განაკვეთი: ლარი - 0.75%, აშშ დოლარი - 0,5 %, ევრო - 0,25 %.
მაგალითად, თუ თქვენ გახსენით ანაბარი ლარში 8 წლის ვადით, მაგრამ დაარღვიეთ იგი 5 წლისა და 3 თვის შემდეგ, თქვენ მიიღებთ სრულ საპროცენტო განაკვეთს 5 წელზე, ხოლო დანარჩენ 3 თვეზე - წლიურ 0.75%.

ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ


გსურს გახსნა საბავშვო ანაბარი ან მიიღო მეტი ინფორმაცია?
დაგვიტოვე საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით


განაცხადი