გაიაქტიურე სანდო მოწყობილობა
გამოქვეყნდა: 4.02.2022
სანდო მოწყობილობა შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტ და მობაილ ბანკში ძლიერი ავთენტიფიკაციის კოდის გარეშე შესასვლელად.
სანდო მოწყობილობად შესაძლებელია დაემატოს ვებ ბრაუზერი და მობაილ ბანკი.
სერვისით სარგებლობა მარტივია. მაგალითად, ვებ ბრაუზერის შემთხვევაში, ირჩევთ სასურველ ვებ ბრაუზერს და ააქტიურებთ მას როგორც სანდო მოწყობილობას. შედეგად, აღნიშნული ბრაუზერით სისტემაში ყოველ შესვლას ახორციელებთ უფრო სწრაფად, რადგან არ გიწევთ ერთჯერადი კოდის შეყვანა.
სანდო მოწყობილობების მაქსიმალური რაოდენობაა - 6, მოწყობილობის ტიპის მიუხედავად.
მოწყობილობის გააქტიურება შეუძლია ინტერნეტ ბანკის ძირითად მომხმარებელს, სრული პაკეტის ფლობის შემთხვევაში, TAN კოდის დადასტურების შემდეგ.
ზოგადი პირობები:
- სანდო მოწყობილობის მოქმედების ვადა 6 თვეა. ვადის გასვლის შემდგომ საჭიროა მისი ხელახლა აქტივაცია TAN კოდით
- მენიუდან „ჩემი პროფილი“ ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მოწყობილობის დეაქტივაცია/ცვლილება/წაშლა TAN კოდის გარეშე
- მომსახურება ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.