სიახლე! პლასტიკური ბარათების დაბლოკვა მოკლე ტექსტური შეტყობინებით
გამოქვეყნდა: 14.10.2015
გაცნობებთ, რომ პლასტიკური ბარათის დაბლოკვა ახლა უკვე შესაძლებელია, არა მხოლოდ ინტერნეტ ბანკინგის, არამედ სმს მომსახურებით 24 საათის განმავლობაში:
- სმს-ით ბარათის დასაბლოკად, გთხოვთ გამოაგზავნოთ ლათინური ასოებით აკრეფილი სიტყვა BLOCK და დასაბლოკი ბარათის ბოლო 4 ციფრი, ნომერზე 2022.
ბარათის ბოლო 4 ციფრის გასაგებად გააგზავნეთ კოდი 14 ნომერზე 2022 - ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით ბარათის დასაბლოკად, გთხოვთ მენიუში აირჩიოთ: „სერვისები“ – „ჩემი ბარათები“ – „პლასტიკური ბარათები”.
ასევე შეგახსენებთ, რომ ბარათის დაბლოკვა 09:00-დან 22:00-მდე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით: 032 220 2222 ან *2222.