Eng

სიახლე! სადეპოზიტო კოდი - ბანკომატით, უბარათო ტრანზაქციების შესასრულებლად

გამოქვეყნდა: 20.07.2016

პროკრედიტ ბანკი მომხმარებელს თანხის შესატანად ახალ სერვისს-სადეპოზიტო კოდს სთავაზობს. აღნიშნული სერვისი წარმოადგენს სწრაფ და მარტივ გადაწყვეტილებას ბანკომატის საშუალებით უბარათო ტრანზაქციისშესასრულებლად.

აღნიშნული მომსახურება განკუთვნილია მათთვის, ვინც არ სარგებლობს პროკრედიტ ბანკის პლასტიკური ბარათით და სურს განათავსოს თანხა როგორც საკუთარ,ასევე მესამე პირის ანგარიშზე.

სადეპოზიტო კოდის უპირატესობა მოქნილი და მოსახერხებელი სისტემაა; აღნიშნული სერვისი მომხმარებელს აძლევს საშუალებას ერთი ტრანზაქციის ფარგლებში განათავსოს დიდი ოდენობის თანხა, პლასტიკური ბარათის გარეშე. მოცემული სერვისი ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკის კლიენტებისა და ნებისმიერი სხვა პირებისთვის.

სადეპოზიტო კოდი წარმოადგენს შვიდი უნიკალური ციფრის კომბინაციას და:

მოქმედებს წინასწარ განსაზღვრული დროის პერიოდსა და თანხაზე;

  • კოდით სარგებლობის მაქსიმალური ვადა - 10 დღე;
  • კოდით სარგებლობის მაქსიმალური თანხა - 100 000 ლარი.

განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;

სადეპოზიტო კოდით გაძლევთ საშუალებას განათავსოთ თანხა როგორც ფიზიკური პირის მიმდინარე და შემნახველი ტიპის ანგარიშებზე,ასევე იურიდიული პირის მიმდინარე ანგარიშზე.

სადეპოზიტო კოდის გამოყენებით თანხის შეტანა შესაძლებელია სივრცე 24/7-ში განთავსებული უახლესი და ინოვაციური უნივერსალური ბანკომატით.

ახალი მომსახურება თვითმომსახურების სივრცე 24/7-ს კიდევ უფრო მრავალფუნქციურსა და დახვეწილს ხდის; შესაბამისად ჩვენი მომხმარებელი ისარგებლებს მისთვის სასურველი და მოქნილი მომსახურებით ნებისმიერ დროს კონფორტულ გარემოში.