Eng

ცვლილება ბიზნეს კლიენტების მომსახურების პირობებში

გამოქვეყნდა: 30.03.2018

1 მაისიდან ცვლილება შედის ბიზნეს კლიენტების მომსახურების პირობებში.
კერძოდ, ბიზნეს კატეგორიის მქონე ყველა კლიენტი და ინსტიტუციონალური კლიენტები ისარგებლებენ სერვისით „ბიზნეს კლიენტების ანგარიშის მომსახურება“.

„ბიზნეს კლიენტების ანგარიშის მომსახურება“ ყველა ძირითად სერვისს აერთიანებს და კომპლექსურ მომსახურებაზე დაწესებულია ყოვეთვიური ერთიანი საკომისიო 30 ლარი.

ერთიანი ტარიფის პირობებში, ბიზნეს კლიენტები სრულიად უფასოდ ისარგებლებენ შემდეგი სერვისებით:

  • მიმდინარე ანგარიშის გახსნა და მომსახურება ლარში, აშშ დოლარსა და ევროში
  • 1 ვიზა ბიზნეს სადებეტო ბარათი
  • 2 სადეპოზიტო ბარათი
  • 1 სატელეფონო პინ კოდი
  • სმს მომსახურების, ავტომატური დავალებისა და ინტერნეტ ბანკინგის სრული პაკეტი

„ბიზნეს კლიენტების ანგარიშის მომსახურების“ შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.