Eng

ცვლილება სწრაფი გადახდის აპარატით თანხის შეტანის პრინციპში

გამოქვეყნდა: 9.11.2020

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანების შესაბამისად, 2021 წლის 15 იანვრიდან იცვლება სწრაფი გადახდის აპარატით თანხის შეტანის პრინციპი. კლიენტის მხრიდან განსახორციელებელ პროცედურას დამატებით შემომტანი პირის ვერიფიკაციის საფეხური ემატება. კერძოდ, პირის იდენტიფიკაცია მობილურის ნომერზე მიღებული ერთჯერადი კოდით განხორციელდება. კოდის მისაღებად აუცილებელია მომხმარებელს წინასწარ ჰქონდეს ბანკში ვალიდური მობილურის ნომერი რეგისტრირებული, რისთვისაც საჭიროა დროულად მიმართონ კლიენტთა მრჩევლებს.

თანხის შეტანისას სწრაფი გადახდის აპარატზე პირადი ნომრისა და დაბადების თარიღის დაფიქსირების შემდეგ აღნიშნულ მობილურის ნომერზე, თანხის შემომტანი ფიზიკური პირი მიიღებს ერთჯერად კოდს და მისი შესაბამის ველში შეყვანის/დადასტურების შემდგომ შეძლებს წამოწყებული პროცესის გაგრძელებას.

მნიშვნელოვანია მომხმარებლებმა გაითვალისწინონ პანდემით გამოწვეული ვითარებაც და შეფერხებების თავიდან არიდების მიზნით, დროულად მოახდინონ ბანკში კლიენტთა მრჩეველთან საკონტაქტო ნომრების რეგისტარცია.