Eng

შეღავათიანი აგრო კრედიტი

განაცხადი

2013 წლის 27 მარტიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

პროექტის ფარგლებში, პროკრედიტ ბანკის დაფინანსებით სარგებლობენ მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტები.

შეღავათიანი აგრო სესხი გაიცემა შემდეგი მიმართულებების დასაფინანსებლად: ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის .

სესხის მიზნობრიობის მიხედვით თანხის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 7 000 ლარით, ხოლო მაქსიმალური ოდენობა 15 000 000 ლარის ოდენობით.

სოფლისა განვითარების სააგენტო მიზნობრიობის მიხედვით უზრუნველყოფს 6-დან 66 თვის ჩათვლით პროცენტის თანადაფინანსებას, წლიური 8%-18%-ის ოდენობით.

შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე.

სესხები სტანდარტული დაფარვის გრაფიკითლარი დოლარიევრო
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპიფიქსირებული, ინდექსირებული (რეფინანსირების განაკვეთი, 6 Month TERM SOFR, ევრიბორი)
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი12.50%-დან8.70%-დან8.00%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი14.20%-დან9.75%-დან8.89%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ინდექსის 3%-ით გაზრდის შემთხვევაში, დოლარსა და ევროში / 5%-ით გაზრდის შემთხვევაში ლარში19.89%-დან13.19%-დან12.80%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის 15%-იანი გაუფასურების შემთხვევაშიN/A28.58%-დან28.13 %-დან
სესხის გაცემის საკომისიო 0.20%-დან
თანხის განაღდების საკომისიო 0.20%0.30%0.30%
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის ხარჯი 158 ლარი ერთ ქონებაზე
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი158 ლარი ერთ ქონებაზე
წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიოფიქსირებული განაკვეთისთვის :
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 0-დან 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0%-ისა;
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა;
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა;
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.
ინდექსირებული განაკვეთისთვის:
თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები 0%;
თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0.5 %