Eng

აწარმოე საქართველოში


განაცხადი

მოითხოვე დაფინანსება შენი ბიზნესისთვის და მიიღე სესხი ლარში ნომინალური 8.5%-დან, ეფექტური 8.9%-დან.

დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.


მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის

პროგრამის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის და არსებული საწარმოების გაფართოვებისა და გადაიარაღების ხელშეწყობა.

პროგრამის ინდუსტრიები:

  • სასტუმრო ინდუსტრია/ბალნეოლოგიური კურორტები
  • ტურისტული სერვისები
  • აგრო ტურისტული ინდუსტრია
  • ეკო ტურისტული ინდუსტრია

პროგრამის პირობები:

  • სესხის ვალუტა - ₾
  • სესხის თანადაფინანსება - რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%
  • მხოლოდ ნარჩენების შეგროვების, დამუშავების, მოცილების და უტილიზაციის ჯგუფის ეკონომიკური საქმიანობებისთვის (38.11.0, 38.12.0, 38.21.0, 38.22.0, 38.31.0, 38.32.0) სესხის სრული ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის მოცულობით.
  • სესხის პროცენტის სუფსიდირება - სესხის მოქმედების სრულ ვადაზე
  • სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 - 10 000 000 ₾
  • სესხის გარანტია - სესხის მოცულობის არაუმეტეს 80%
  • სესხის მიზნობრიობა - სესხის არანაკლებ 20% უნდა იყოს მიმართული კაპიტალური ან/და კვლევა და განვითარების ხარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 80%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

გრანტის კომპონენტი:

  • მწვანე კომპონენტი - ხარჯის 15% არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობით;
  • გაციფრულების კომპონენტი - ხარჯის 50% არაუმეტეს 70 000 ლარის ოდენობით;
  • კვლევა და განვითარების კომპონენტი - ხარჯის 15% არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით;
  • მაღალმთიანი კომპონენტი - ხარჯის 10% არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობით;
  • აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტი - 15% არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით




მიკრო მეწარმეებისთვის

აწარმოე საქართველოშიპროგრამის ფარგლებში, პროკრედიტ ბანკში მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამ მოქმედებს, რომლის მიზანიც საქართველოში მიკრომეწარმეობის ხელშეწყობაა.

პროგრამაში ჩართვა მიკრო და მცირე მეწარმეებს შეუძლიათ ახალი საწარმოების შექმნის, არსებული ბიზნესების გაფართოებისა და ტექნოლოგიური გადაიარაღების მიზნობრიობით.

პროგრამა მოიცავს:

  • ბიზნესის დიაგნოსტიკას;
  • სესხის გარანტიას;
  • სესხის პროცენტის სუბსიდირებას.

დაფინანსების პირობები:

  • ვალუტა: ლარი
  • თანხა: 20,000 – 50,000 ლარი
  • საპროცენტო განაკვეთი: არაუმეტეს 8.5%
  • გარანტია: პროგრამა უზრუნველყოფს სესხის ძირი თანხის 80%-მდე, 5 წლამდე ვადით
  • საშეღავათო პერიოდი: მინიმუმ 6 თვე
  • გაცემის საკომისიო: 0%
  • წინასწარი დაფარვის საკომისიო: 0%
  • პროცენტის სუბსიდირება: შესაძლებელია 5 წლამდე ვადით

პროცენტის 5 წლმდე ვადით სრული სუბსიდირებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, თუ ხართ:

  • ქალი მეწარმე
  • თქვენი ბიზნეს საქმიანობა მაღალმთიან რეგიონთან არის დაკავშირებული
  • პროგრამამზის კარისბენეფიციარი
  • ახლა იწყებთ ბიზნესს


დამატებით, შესაძლებლობა პროკრედიტ ბანკისგან:
დაიბრუნდე სესხის თანხის 10-15%-მდე EU4BUSINESS-EBRD-ის
საკრედიტო ხაზის ფარგლებში

EU4Business - EBRD - საკრედიტო პროგრამა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდასაჭერად

  • EU4Business-EBRD-ის საკრედიტო პროგრამა არის ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივ ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციების დაფინანსებას ისეთ ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რომელშიც დასაქმებულია არაუმეტეს 249 ადამიანისა
  • პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ინვესტიციები ძირითად საშუალებებში
  • პროექტის დანერგვის გადამოწმების პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანია მიიღებს სესხის მოცულობის10-15%-იან გრანტს რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში