Eng

ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა

განაცხადი

პროკრედიტ ბანკში ქალი მეწარმეებისთვის დაფინანსების სპეციალური პროგრამა მოქმედებს.

პროგრამა პროკრედიტ ბანკის, ევროკავშირის, შვედეთის და EBRD-ის თანამშრომლობით ხორციელდება და ქალი მეწარმეების მრავალმხრივ მხარდაჭერას გულისხმობს.

ფინანსური უპირატესობები

  • დაკრედიტების სპეციალურ პირობებს პროკრედიტ ბანგისგან - სტანდარტულს -0.5%
  • გაცემის განახევრებული საკომისიო
  • გირაო: სტანდარტულს მინუს 20%
  • ბიზნესის მომსახურე პაკეტით სარგებლობა ყოველთვიური ღირებულების განახევრებული ტარიფით

არაფინანსური უპირატესობები

სტრატეგიულ ტრენინგებსა და ვორკშოპებში მონაწილეობა, თემებზე:

  • ლიდერობა და მართვა
  • ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია
  • ფინანსური მენეჯმენტი და სხვა.

ტრენინგების საშუალო ხანგრძლივობა 3-4 დღეა.

პროგრამის ფარგლებში, ასევე მოქმედებს თანადაფინანსება საკონსულტაციო სერვისებზე დიჯიტალიზაციის, ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ასევე სტრატეგიის, მარკეტინგული კომუნიკაციის, ორგანიზაციული სტრუქტურისა და ბიზნესის ფუნქციონირების ყველა საჭირო მექანიზმის გასამართად, რაც კომპანიის სწორ და ეფექტურ ფუნქციონირებას განაპირობებს.

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

  • კომპანიის დირექტორთა საბჭოს 50%-ს და მეტს შეადგენდნენ ქალი დირექტორები
  • ბიზნესის დასაქმებულთა რაოდენობა იყოს 250-მდე, წლიური ბრუნვა 50 მილიონ ევრომდე, კაპიტალი 43 მილიონ ევრომდე

დაფინანსების პირობები

  • სესხის ვადა: 5 წლამდე
  • სესხის ოდენობა: 2 მილიონ ევრომდე
  • ვალუტა: ლარი/ევრო/აშშ დოლარი

დაფინანსების პროგრამა, ქალები ბიზნესში (WiB) ფონდის ფარგლებში მოქმედებს.