ბავშვთა დღის სპეციალური შეთავაზება პროკრედიტ ბანკში

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით პროკრედიტ ბანკი საბავშვო ანაბარზე სპეციალურ 3 დღიან შეთავაზებას აცხადებს.
1-3 ივნისის პერიოდში, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გაზრდილი სარგებლით აშშ დოლარსა და ევროში გახსნილ საბავშვო ანაბრებზე.
აქციის ფარგლებში, საბავშვო ანაბრის ეფექტური საპროცენტო განაკვეთებია: 4.2% აშშ დოლარში და 2.4% ევროში. აღნიშნული შეთავაზება მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით დააგროვონ დანაზოგი შვილების მომავალისთვის.
აქციით სარგებლობა მარტივია - მომხმარებელს შეუძლია შეავსოს მარტივი განაცხადი, რის შემდეგაც ბანკის მრჩეველი ინდივიდუალური შეთავაზებით დაუკავშირდება.
დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია პროკრედიტ ბანკის კონტაქტ ცენტრში ნომერზე (+995 32) 220 2222.