Eng

სეიფი

პროკრედიტ ბანკის 24 საათიან თვითმომსახურების ზონაში განთავსებული სეიფი (ე.წ. Drop box აპარატი) განკუთვნილია ბიზნეს კლიენტებისთვის, რომელთა ანგარიშებზე საკმაოდ ხშირად დიდი თანხების შეტანა ხორციელდება, როგორც კომპანიის წარმომადგენლების, ასევე მესამე პირების მიერ.
მომხმარებელი მის მიერ გადათვლილ და სპეციალურ პარკში მოთავსებულ თანხას განათავსებს Drop box აპარატში, რის შემდეგაც შესაბამისი თანხა ავტომატურად აისახება მიმდინარე ანგარიშზე.
სეიფის საშუალებით თანხის განთავსება შესაძლებელია დაცულად და სწრაფად, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირის მიმდინარე ანგარიშზე სამივე ვალუტაში (ლარი, აშშ დოლარი, ევრო). შეტანილი თანხის ანგარიშზე ასახვა ხდება ავტომატურად.

როგორ უნდა მივიღოთ მომსახურება

  • მომსახურების გასააქტიურებლად კლიენტს და ბანკს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ბანკი განსაზღვრავს კლიენტის მიერ ანგარიშზე თანხის შეტანის დღიურ მაქსიმალურ ლიმიტს. კლიენტს და მის წარმომადგენლებს/მესამე პირებს მიერ ანგარიშზე თანხის განთავსება შეუძლიათ აღნიშნული დღიური ლიმიტის ფარგლებში.
  • აპარატის მეშვეობით თანხის შესატანად ბანკი კლიენტს გადასცემს „სეიფის ბარათს“.

ორგანიზაციაზე გაცემული სეიფის ბარათების რაოდენობა შეზღუდული არ არის, თუმცა თითოეულ მოსარგებლეზე შესაზლებელია მხოლოდ ერთი ბარათის დამზადება.

ორგანიზაციის დირექტორი თავად განსაზღვრავს მასთან დაკავშირებული პირების ვინაობას და რაოდენობას, რომელსაც ანიჭებს სერვისით სარგებლობის უფლებას.

სეიფის მეშვეობით თანხის შეტანის ეტაპები

აპარატის მუშაობის პრინციპი მარტივი და მოსახერხებელია, საჭიროა მხოლოდ რამდენიმე ეტაპის გავლა:

  • სეიფით თანხის შეტანისათვის, წინასწარ გადათვლლი და მომზადებული ფული უნდა განათავსოთ სპეციალურ "სეიფის პარკში"

პარკის იდენტიფიკაციის მიზნით "სეიფის პარკზე" დატანიალია შტრიხ-კოდი და ასევე ხელით შესავლები ველები, რომელთაგანაც სავალდებულოა შემდეგი ველების შევსება:

  • ორგანიზაციის დასახელება
  • შემოსატანი თანხის ოდენობა
  • ვალუტა

ერთი "სეიფის პარკში" უნდა განთავსდეს მხოლოდ ერთი ვალუტის ბანკნოტები. "სეიფის პარკში" დასაშვებია მხოლოდ 10 ლარამდე ხურდის მოთავსება.

  • მოახდინეთ თქვენი და ორგანიზაციის იდენტიფიკაცია „სეიფის ბარათის“ მეშვეობით
  • აირჩიეთ სასურველი ვალუტა და ანგარიში ეკრანზე
  • მიუთითეთ შესატანი თანხის ოდენობა
  • აირჩიეთ თანხის შეტანის სასურველი დანიშნულება (მხოლოდ იურიდიული პირის მიმდინარე ანგარიშზე თანხის შეტანისას)
  • მიუთითეთ თანხის წარმოშობის წყარო (როცა შემოტანილი თანხის ოდენობა >= 10 000 აშშ დოლარზე ან მის ექვივალენტზე შესაბამის ვალუტაში)
  • დაასკანერეთ "სეიფის პარკზე" განთავსებული შტრიხ-კოდი
  • განათავსეთ თანხა სეიფში
  • მიიღეთ თანხის შეტანის დამადასტურებელი ქვითარი
  • ამ ეტაპების გავლის შემდეგ, ქვითარზე არსებული თანხა ავტომატურად აისახება თქვენ მიერ არჩეულ ანგარიშზე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიერ სეიფში განთავსებული თანხის გადათვლისას ბანკის მხრიდან დაფიქსირდება უზუსტობა (ზედმეტობა/დანაკლისი) მოხდება ბალანსის გასწორება. ზედმეტობის არსებობისა - ზედმეტი თანხა ჩაირიცხება ანგარიშზე, ხოლო დანაკლისის შემთხვევაში მოხდება ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა. ანგარიშზე საკმარისი თანხის არ არსებობის შემთხვევაში ავტომატურად ჩაირთვება ოვერდრაფტი დანაკლის თანხაზე, რომელსაც დაერიცხება წლიური 36%.