სიახლეები
2026 წელი
მეწარმეთა შესახებ კანონის ცვლილება
01.04.2026 წლიდან ძალაში შედის მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ყველა იურიდიული პირი ვალდებულია სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (წესდება, სადამფუძნებლო შეთანხმება) ქონდეს ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი. ხოლო, ვისაც არ ექნება, შეუჩერდება რეგისტრაცია და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი აღარ გაიცემა.
მეტიროცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი

ყველა კულტურაში, რომელიც თავისი ისტორიით ამაყობს, არსებობდნენ ადამიანები, ვინც თავის დროზე ინოვატორები იყვნენ. ინოვაციის ტრადიციად ქცევამდე კი არც ისე დიდი გზაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
არაფერი არსებობს დასაწყისის გარეშე, მათ შორის არც ტრადიცია - სწორედ ამის სჯერა ალექს შალოშვილს, მეღვინეს რომელმაც ვაზი მაშინ გააშენა, როცა კახეთის ლანდშაფტებიდან ვენახები ქრებოდა.
მეტისადაც მუსიკა და ტექნოლოგია ერთ ისტორიად იქცევა

ზოგი კომპანია პროდუქციას ქმნის, ზოგი - სერვისს. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ორივეს აერთიანებენ.
სწორედ ასეთი კომპანია შექმნეს წლების წინ მუსიკისა და ტექნოლოგიების ენთუზიასტებმა, რომლებმაც საქართველოში ხელმისაწვდომი გახადეს ერთი მხრივ საერთაშორისო მუსიკალური ბრენდები და ინსტრუმენტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, მეორე მხრივ კი დაიწყეს აუდიოვიზუალური სტანდარტების დანერგვა მაშინ, როდესაც გამართული აკუსტიკური გარემო არცთუ ისე მოთხოვნადი იყო ბაზარზე.
მეტიბრუჟი - ქალაქის რიტმი ერთ სივრცეში

ქალაქის ღამეებს თავისი ხასიათი აქვს - ხმაური, შუქები, მოძრაობა და რაც მთავარია ადამიანები, რომლებიც ახალ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს ეძებენ. სწორედ ამ მოთხოვნის საფუძველზე დაიბადა ბრუჟი - სივრცე, რომელმაც ბარის ცნება გამოცდილებად აქცია.
მეტი
